პროექტი
·
პროექტის
სახელწოდება
დიდი ლილოს
ნაგავსაყრელი
·
თემის აქტუალობა: ლილოს ტერიტორიაზე
განლაგებული ნაგავსაყრელის მავნე
ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
·
პროექტის მიზანი: მოსწავლეები
შეიწავლიან დიდი ლილოს
ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის მდგომარეობას.
·
მოახდენენ მასთან დაკავშირებულ
ანთროპოგენური ფაქტორების მავნე ზეგავლენის გამოკვლევას
და ანალიზს.
·
უსაფრთხო გარემოს
შესაქმნელად შესაბამისი აქტივობების
განხორციელებას.
·
მოსაზრებებისა და გამოკვლეული
მასალის კლასიფიცირებას.
·
მოპოვებული მასალის
განთავსებას საპუბლიკაციო
მასალებში.
მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიძლება
შექმნას:
·
ვმვ-ჩანაწერები
·
დაკვირვების ჟურნალები
·
ფოტომასალა ნაგავსაყრელზე
გადაღებული
·
ვიდეომასალა არსებულ ნაგავსაყრელზე
·
პრეზენტაციები
·
ესეები არსებულ ანთროპოგენურ
ფაქტორზე
·
ფლაერები
·
ბუკლეტები საინფორმაციო დასარიგებელი
·
თვითშეფასების ფირცლები
·
გაზეთები
მოპოვებული მასალის გაშუქებისთვის .
·
წერილები შესაბამის
ორგანიზაციებთან
·
დისკუსია -„ჩვენი დიდი
გულისტკივილი“
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
ფოტოაპარატი,კომპიუტერი,
ფლიპჩარტი, ფორმატები, საბეჭდი ფურცლები,მარკერები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,
შევქმნი და დაურიგებ გზამკვლევებს, გამოვკვეთავ და განვსაზღვრავ აქტუალურ პრობლემას,
წინასწარ მომზადებული სლაიდებით გავაკეთებ პროექტის პრეზენტაციას, დაფაზე ჩამოვწერ
საკვანძო კითხვებს: 1) რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნაგავსაყრელმა ჩვენი სოფლის მოსახლეობას?
2) როგორ ცვლის გარემოს ანთროპოგენულ ფაქტორები? 3)
რა დრო ჭირდება ნარჩენების
გახრწნას? 4) რა დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს არსებული ნაგავსაყრელი?.
გამოვიყენებ- ვიცი- მინდა
ვიცოდე-ვისწავლე აქტივობას, რომელიც პროექტის განხორციელებაში დამეხმარებოდა, შემდეგ
შევქმნი ჯგუფებს და გადავუნაწილებ ფუნქციებს, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ საკვლევ
კითხვარებს, შევიმუშავებ ჯგუფის აქთივობის შეფასების-პრეზენტაციების შეფასების რუბრიკებს.
I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას
ნაგავსაყრელზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ
II ჯგუფი
ჩაატარებს მოსახლეობის გამოკითხვას შესაბამისი
კითხვარების საფუძველზე თუ რა დაავადებებმა იმატა
III ჯგუფი მოაგროვებს ფოტო მასალას,
გადაიღებს ვიდეოს არსებულ ეკოსისტემაზე და ატვირთავს ბლოგზე
შემდეგ სამივე ჯგუფი გააკეთებს შეგროვებული
მასალების კლასიფიცირებას და მოახდენენ პრეზენტაციას, დაამზადებენ კედლის გაზეთებს,
წერილებს და ასე შემდეგ....
ჯგუფებს არსებული დავალების
შესრულებისთვის მიეცათ 1 კვირა, ხოლო პრეზენტაციის -კონფერენციის- წერილების მომზადება
გაგზავნისათვის 2 კვირა.
I ჯგუფმა
ინფორმაციის მოძიების მიზნით დაათვალიერა არსებული ნაგავსაყრელი, მოაგროვა შესაბამისი
მტკიცებულობა, თუ როგორ არის დაბინძურებული მიმდებარე ტერიტოტია, ქარიან ამინდში
როგორ იხუნძლება ხეები პოლიეთილენის პარკებით,
ტერიტორიაზე იწრიტება
და ტბის ფორმას ღებულობს გახრწნილი წყალი, რომელსაც ააქვს საშინელი სუნი. ეს წყალი
ჩადის ახლოს მდებარე არხში, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინება. სოფელში მოიმატა
მტაცებელმა ფრინველებმა,მღრღნელებმა და დაავადების გადამტანმა მწერებმა, თუ აღნიშნული
ნაგავსაყრელი არ იქნება გადატანილი მოსახლეობისაგან დაუსახლებელ ადგილას, მოხდება
სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მატება.
II და III ჯგუფებმა დავალენის შესრულება ერთობლივად გადაწყვიტეს,
მოსწავლეებმა შეადგინეს შესაბამისი კითხვარები, საინფორმაციო ბუკლეტები და დაიწყეს
მოსახლეობის გამოკითხვა ჩანაწერების გაკეთება, ფოტოების და ვიდეო მასალების გადაღება.
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სოფლის მიერორგანიზებულ საპროტესტო აქციებში, გადაიღეს
ვიდეოები, შეხვდნენ ჟურნალისტებს რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ.
მეორე კვირის დასაწყისში
მოვახდინემოსწავლეთა შეფასება, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით
მოპოვებული მასალის ხარჯზე
ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე: „ჩემი უსაფრთხო გარემო“. თვითოეულმა ჯგუფმა მოახდინა
პრეზენტაცია და შეფასდნენ შემაჯამებელი სამუშაოს განმსაზღვრელი რუბრიკებით, კონფერენციის
დასასრულს მოხდა მიმართვის წერილების შემუშავება
და გაგზავნა, პროექტის მასალების გამოფენა და გაზეთის გამოშვება.
აღნიშნული პროექტზე მუშაობა
ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას: მოსმენის, თანამშრომლბის,
საკუთარი აზრის გამოთქმის, კვლევის შედეგების წარმოდგენის, ლოგიკური დასკვნების გაკეთების,
გადაწყვეტილების მიღების და დროის რაციონალური გამოყენების უნარ ჩვევებს-ეს ხომ
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებია. პროექთზე მუშაობა
დამთავრდა რეფლექსიით.
|
საგნებთან საგნობრივ
ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის სასწავლო
მიზნები/სწავლის შედეგები1. ა გროვებს ინფორმა ლოკალურ ეკოსისტემებზე ანტროპეგენური
ფაქტორების შესახებ მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტო მასალის ან ჩანახატის სახით2.ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს ისეთი ცვლილებების მაგალითებს, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამს მოსაზრებას
ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ.3.
მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნეუნების მნიშვნელობისთვის და აკეთებს დასკვნას. 4.იკვლევს გარემოს ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებებების მიზეზების შესახებ,აგროვებს
ინფორმაციას მათი პროფილაქტიკის საშვალებებზე და აკეთებს პრეზენტაციას.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან
გურგულიანი
ელ.ფოსტა:qgurguliani@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:qgurguliani
blogspot.gi
No comments:
Post a Comment